თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში განსაკუთრებულად მოირთვება აღმაშენებლის განახლებული გამზირი.
„წელს განსაკუთრებით და ძალიან ლამაზად მოირთვება განახლებული აღმაშენებელი, სადაც საახალწლო ღონისძიებების გარკვეული ნაწილი ჩატარდება. რაც შეეხება კულმინაციურ ღონისძიებას, საახალწლო გალაკონცერტს, 31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება. ასე რომ, ჩვენს თანაქალაქელებს ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი ღონისძიებები ელოდებათ",- განაცხადა დავით ნარმანიამ.