logo_geo
eng_logo
ზურაბ ქურციკიძე: ჩვენ დამკვეთების დასჯას ვითხოვთ
- +

6 დეკემბერი. 2016. 16:34



ფოტოგრაფ ზურაბ ქურციკიძის განცხადებით, ფოტოგრაფების დაკავება მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესი იყო.


როგორც ზურაბ ქურციკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფოტოგრაფების დაკავება 26 მაისის აქციის დარბევის დროს გადაღებული ფოტოების გამო მოხდა.


ბრალდება იყო, თითქოს მე ვიყავი ქსელის ორგანიზატორი, 2004-ში ვიყავი გადაბირებულები მეორე ქვეყნის მიერ და შემდგომ მე გადავიბირე ჩემი მეგობარი ფოტოგრაფებიც  - გედენიძე და აბდალაძე. თითქოს მერე ვაგროვებდი ფოტომასალას და ვაწვდიდი რუსეთის სპეცსამსახურებს. რეალურად  ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისის ფოტოებისთვის და ეს იყო მთავარი მიზეზი ჩვენი დასჯის. ვფიქრობ, მაღალჩინოსნების ინტერესი იყო ჩვენი დაკავება, ეს ადამიანები, ვინც დაასახელეს, არიან უბრალოდ შემსრულებლები, ჩვენ ვითხოვთ დამკვეთების დასჯას", - განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner