logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე გიორგი აბდალაძეზე: როგორ შეიძლება, ამ ადამიანს ყველაფერი სიბინძურე დასწამო?!
- +

6 დეკემბერი. 2016. 17:15



სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  მთავარია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

 

გიორგი აბდალაძეს ვაკვირდებოდი პარლამენტში და ყველას წამოგვიტივტივდა თავში, რეალურად როგორ შეიძლება, ადამიანს ყველაფერი სიბინძურე დასწამო?. ძალადობრივმა რეჟიმმა გადადგა ნაბიჯები და ზეწოლის შედეგად ციხეში მოახვედრა სრულიად უდანაშაულო ადამიანები ისეთი უმძიმესი ბრალდებით, რომელსაც ქვეყნის ღალატი ჰქვია.

მთავარია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად მომხდარიყო, მაგრამ იმდენი საქმეა ერთად დაგროვილი, რომ ალბათ ოპერირება ჭირს, ასე მარტივი არ არის ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ საზოგადოებაში არცერთი კითხვის ნიშანი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით არ დარჩეს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner