პარლამენტში კონფერენცია - „თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა საქართველოში" გაიმართა.
კონფერენციის შემდეგ „საქართველოს პატრიოტების" წევრმა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე ჩატარდა, რაზეც მას პროტესტი გაუჩნდა.
„საქართველოში ყველა პრეზენტაცია ქართულ ენაზე უნდა ტარდებოდეს", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.