logo_geo
eng_logo
„ყოველთვის ერთნაირად მეგობრული არ იყო პარლამენტის კომიტეტის, განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთობა“
- +

6 დეკემბერი. 2016. 17:51



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა განცხადებით, ყოველთვის ერთნაირად მეგობრული და ჰარმონიული არ იყო პარლამენტის კომიტეტის, განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთობა.



დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს არაჩვეულებრივი კომიტეტი, რომლის განწყობა სრულ თანხვედრაშია ჩვენს განწყობასთან, მათ შორის, ბიუჯეტის ზრდის, სისტემის განვითარების და სხვა მიმართულებებით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარია ჩვენი მომავალი წლის წარმატებების", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში".


მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ მთავრობამ, ყველა მინისტრმა, მათ შორის იმ მინისტრებმაც, ვის უწყებებსაც დაფინანსება შეუმცირდა, მხარი დაუჭირა განათლების ბიუჯეტის ზრდას. ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია პოლიტიკურ დონეზე.


სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში" ჩატარდა კონფერენცია, სახელწოდებით - „ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში - განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების ხელშეწყობა".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner