logo_geo
eng_logo
„კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“
- +

6 დეკემბერი. 2016. 17:56


 

8-9 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ეგიდით, თბილისში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ფორუმი - „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის".


ფორუმის ფარგლებში, 7 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა ქვესექტორის პროფესიონალთა რეკომენდაციების საფუძველზე შექმნილი სამუშაო დოკუმენტის განხილვა. ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციებს ქვესექტორების მიხედვით ექსპერტთა ექვსი ჯგუფი წარმოადგენს.


დოკუმენტის სამუშაო ვერსია 7-9 სექტემბერს ჩატარებული შემოქმედებითი ინდუსტრიების  ქვესექტორული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე მომზადდა. მასში ასახულია 6 ქვესექტორის (სახვითი ხელოვნება; არქიტექტურა და დიზაინი; საშემსრულებლო-სანახაობითი ხელოვნება; კინო, აუდიოვიზუალური ხელოვნება და ციფრული მედია; კულტურული მემკვიდრეობა და რეწვა; ლიტერატურა და გამომცემლობა) საჭიროებები სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით.


7 დეკემბერს მოხდება აღნიშნული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა და სრულყოფა,  9 დეკემბერს კი - შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების შესახებ დოკუმენტში ასახული ხედვის გაზიარება ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.


შეხვედრის მოდერატორია ფორუმ „შემოქმედებითი საქართველოს" კოორდინატორი ზვიად მჭედლიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner