logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მე მინდა, ჩვენი ხარისხის მართვის ახალ სისტემას მოჰყვებოდეს ორმაგი გარანტია
- +

6 დეკემბერი. 2016. 18:00



„მე მინდა, ჩვენი ხარისხსის მართვის ახალ სისტემას, რომელზეც ყველა ერთად ვმუშაობთ, მოყვებოდეს ორმაგი გარანტია", - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავაგანაცხადა.


ერთი გარანტია მინდა იყოს ევროპული და საერთაშორისო, ანუ, ჩვენს ხარისხის სისტემას ეწეროს, რომ ეს არის დაფუძნებული ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე. მეორე გარანტია, რომელიც მინდა, ჩვენს ხარისხის სისტემას მოყვებოდეს, არის ის, რომ იყოს 100%-ით ქართული და 100%-ით ქართულ ფასეულობებზე, ქართულ რეალობაზე, ქართულ საჭიროებებზე აგებული. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ პირველი მეორეს ეწინააღმდეგება, თუმცა დარწმუნებული ვარ, არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მჯერა, ჩვენი ერის, ქვეყნის ფასეულობების სისტემა სრულ თანხვედრაშია და შეიძლება იყოს სრულ თანხვედრაში", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში" გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ჩატარდა კონფერენცია, სახელწოდებით - „ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში - განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების ხელშეწყობა".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner