logo_geo
eng_logo
ბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
- +

22 მარტი. 2016. 21:36


ბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. უახლოეს საათებში ბელგიის პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი აეროპორტში ტრაგედიის ადგილზე მივლენ და გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.


ბოლო მონაცემებით, ზავეტემის აეროპორტში ორ აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 20 ადამიანი კი მაალბეეკის მეტროსადგურში აფეთქების შედეგად დაიღუპა.


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეებს ბელგიის საელჩოსთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ.


აეროპორტსა და მეტროპოლიტენზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ბელგიის მთავრობამ ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონე გამოაცხადა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner