logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: რას ფიქრობენ, ბელგიელებმა რაღა დაუშავეს ალაჰს?
- +

22 მარტი. 2016. 21:44


მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტებს ეხმიანება:


„საინტერესოა. აი ის მორალისტი ხალხი -პარიზის ყველა ტერაქტს შარლის დახვრეტილ კარიკატურისტებს რომ ტენიან, ნეტა რას ფიქრობენ, ბელგიელებმა რაღა დაუშავეს ალაჰს?"

 

ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ბელგიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია "CNN"-ს განუცხადა.


ოფიციალური ბრიუსელის ცნობით, 100 ადამიანი აეროპორტში, 130 კი მეტროში მომხდარი ტერაქტების დროს დაშავდა.


რაც შეეხება დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას, ამ დრომდე ხელისუფლებას ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია. სხვადასხვა ინფორმაციით, ტერაქტებს 38-მდე ადამიანი ემსხვერპლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner