საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური- კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარებულია. თუმცა, უამინდობის გამო მოძრაობა ამჯერად ცალმხრივადაა შესაძლებელი.
პირველ ეტაპზე მოძრაობა ყაზბეგიდან თბილისის მიმართულებით იმ ავტოტრანსპორტისთვის იქნება დასაშვები, რომლებიც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითა და ორი და მეტი წამყვანი ხიდით არიან აღჭურვილი.
შემდეგ მოძრაობა ჟინვალჰესთან გაჩერებული, შესაბამისი აღჭურვილობის მქონე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება.
2030.news-ის ინფორმაციით, ლარსის გამშვები პუნქტი ჩვეული გრაფიკით ფუნქციონირებს.
მოძრაობა ავტობუსებისთვის და მსუბუქი ავტომანქანებისთვის აღდგენილია ვლადიკავკაზის გამშვებ პუნქტზეც.