„გამოძიება და სასამართლო მიგვიყვანს დამკვეთამდე. იმ ადამიანმა, რომელმაც უკანონო ბრძანება გასცა პასუხი უნდა აგოს",- ამის შესახებ ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე „tvპირველის" ეთერში საუბრობს. აბდალაძემ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გახსნისთვის პროკურატურას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ახლა სასამართლოს ჯერია რა ვერდიქტს გამოიტანს.
„ფოტოგრაფების საქმეს 9 უწყების მიერ გრიფიტ საიდუმლო ედო. დღეს პროკურატურა იმ მეთოდებით არ მუშაობს, რა მეთოდებითაც წინა ხელისუფლების პერიოდში მუშაობდა. მიუხედავად იმის, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მე ერთ რამეში დავრწმუნდი, უსამართლობა არავის შერჩენია და არც შერჩება. ჩვენი მხრიდან მადლობა მინდა ვუთხრა პროკურატურას გაწეული სამუშაოსთვის. ახლა სასამართლოს ჯერია, რომელმაც უნდა განიხილოს ყველაფერი და ჩვენი უდანაშაულობის ვერდიქტი გამოიტანოს.
გამოძიება და სასამართლო მიგვიყვანს დამკვეთამდე. იმ ადამიანმა, რომელმაც უკანონო ბრძანება გასცა პასუხი უნდა აგოს",- განაცხადა აბდალაძემ.