6 დეკემბერს წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გიორგი ლეონიძის მემორიალურ გამოფენას უმასპინძელბს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც მუზეუმის კოლექციაში, ასევე ოჯახის პირად არქივში დაცული ფოტო მასალა და ხელნაწერები.
წინანდლის სასახლეში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნის მოთავე მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ლეონიძე იყო. 1946 წლის 1 აგვისტოს, ალ. ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, წინანდლის სასახლეში მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა. თავიდან გამოფენა ორ დარბაზს მოიცავდა და მასში საბჭოთა თემატიკაც იყო წარმოდგენილი. აქვე უნდა ითქვას, რომ მუზეუმის გახსნით წინანდლის სასახლე განადგურებას გადაურჩა, რადგანაც მანამდე აქ წინანდლის ღვინის საბჭოთა მეურნეობის სასტუმრო სახლი იყო განთავსებული. შემდგომ წლებში ქართული მწერლობისა და საზოგადო მოღვაწეთა წყალობით სასახლის მთელი შენობა მუზეუმს გადაეცა. ამ საქმესაც გიორგი ლეონიძე ხელმძღვანელობდა.
გიორგი ლეონიძის დამსახურების აღსანიშნავად წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს მისი მემორიალური კუთხე დაამშვენებს.