logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე: გამოძიება აუცილებლად გავა დამკვეთებზეც
- +

6 დეკემბერი. 2016. 23:01



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე  ქანთარიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის გახსნაზე საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურა, მართალია ზოგისთვის ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიიწევს წინ იმ ნიშნულისკენ, რასაც ჰქვია სამართლიანობის აღდგენა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, მხოლოდ ორი ადამიანის გამოკვეთა აღნიშნულ საქმეში დასაწყისია და გამოძიება აუცილებლად გავა დამკვეთებზეც.


„საზოგადოებამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის, ადეიშვილისა თუ მერაბიშვილის გარეშე, ასეთი საქმეები თავისით არ შეიქმნებოდა, მაგრამ პროკურატურა ყველა ნორმის დაცვით მუშაობს და ამის დამტკიცებას დრო სჭირდება. ერთია, რომ ჩვენ ვიცით და ეჭვი არ გვეპარება, მეორეა, რომ ამას სჭირდება აუცილებლად მტკიცებულება და სასამართლოში ფაქტების გატანა", - განაცხადა ქანთარიამ.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ახლა ხელისუფლებაში რომ კვლავ „ნაციონალური მოძრაობა" ყოფილიყო, შესაძლოა ამ საქმეს წერტილი ერთ კვირაში დასმოდა.

 

„ეს რომ ძველი დრო იყოს და წინა მთავრობა, მართლაც ალბათ ერთ კვირაში ყველაფერს წერტილს დაუსვამდა. გამოიყენებდა წამებას, შანტაჟს და რა საკვირველია რიგი დადგებოდა ადამიანების, რომლებიც აღიარებითი ჩვენებების მიცემას დაიწყებდნენ", - აღნიშნა ქანთარიამ.


შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner