„უფელბადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტების სერიას აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ მსოფლიო დაძაბულობის ფონზე საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება საფრთხის შემცველია:
„როცა მთელი მსოფლიო უძლურია ტერორიზმის წინაშე, ზოგიერთი ავანტიურისტი და არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე პერსონა ქვეყანას უბიძგებს რუსეთთან დაპირისპირებისკენ.
შენგენის ზონაზე კი სავარაუდოდ ცვლილებები განხორციელდება ქვეყნების უსაფრთხოების დაცვისთვის."