logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი ზურაბ ჟვანიას საქმეზე: უახლოესი ისტორია ყველას გვახსოვს...
- +

7 დეკემბერი. 2016. 02:58



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არცევანში" საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. ქუცნაშვილმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჟვანიას საქმეში საზოგადოება უნდა ყოფილიყო ჩართული.


„ჩვენი უახლოესი ისტორია მოკვდინებების ფაქტებით სავსე იყო. ჩვენი პოლიტიკოსების ამოცანა არ არის სასამართლოს ან პროკურატურას ვუკარნახოთ გამოძიების მიმდევრობა, მტკიცებულებები ან სასამარტლოს ვუთხრათ როგორი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს. ექსპერტი ჩაჩუას გამართლება არ აქარწყლებს იმ ეჭვს, რომელიც არსებობს. ამიტომ ვამბობდით 11 წლის წინ მე და ჩემი მეგობრები, რომ ჩართეთ ამ საქმეში საზოგადოების წარმომადგენლები. საზოგადოების წარმომადგენლები მაშინ რომ ჩაერთოთ ცხელ კვალზე გამოძიებაში, სწორედ ისინი იქნებოდნენ შემდეგ ოპონენტები, თუ ვინმე ფაქტების დამახინჯებას დაიწყებდა, მაგრამ საზოგადოება გარიყეს ამ პროცესიდან. სხვა აზრის სპეკულირება დაიწყეს, ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების თაობაზე და სპეციალური კანონი მიიღეს გოტების, შეღავათების თაობაზე, რომლითაც საზოგადოებას გაუჩინეს განცდა, რომ ზურაბ ჟვანიას ოჯახს მატერიალური თვალსაზრისით ეხმარებიან. ეს ყველაფერი ფაქტებია და ყველას გვახსოვს უახლოესი ისტორია",- განაცხადა ქუცნაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner