BBC-ის ცნობით, 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვის თანდასწრებით მანქანაში მოწევა შოტლანდიაში კანონით ისჯება. შესაბამისი აკრძალვა ქვეყნის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. კანონდამრღვევი კი ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.
შოტლანდიის ჯანდაცვის მინისტრი აილინ კემპბელი განმარტავს, რომ სიგარეტის კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან ისინი უფრო ხშირად და მეტ ბოლს შეისუნთქავენ, ვიდრე მოზრდილები.
მინისტრის თქმით, კანონის მიზანი არ არის მწეველების დასჯა, არამედ - მათი ქცევის შეცვლაა.
აღნიშნული კანონი ასევე ინგლისსა და უელსში გასულ წელს მიიღეს.