გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ყინვა გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში, შავი ზღვის სანაპიროს რაიონებში -3, -5 გრადუსი დაფიქსირდება. კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში შესაძლოა -13, -14 გრადუსი დაფიქსირდეს.
ტემპერატურის მკვეთრად დაცემაა მოსალოდნელი მაღალმთიან რაიონებში. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსიდან -20 გრადუსამდე იქნება, დედაქალაქში კი ტემპერატურა - 5, -6 გრადუსამდე დაეცემა.
საავტომობილო გზებზე კვლავინდებურად ფიქსირდება ლიპყინული და ნარჩუნდება საშიშროება. დღეს დილიდან კი, დღის ბოლომდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი. საღამოს საათებში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ხოლო ღამის საათებში - ძლიერი თოვა. 8 დეკემბრს თოვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი - ქარბუქი.