logo_geo
eng_logo
ნინო ანდრიაშვილი: როდესაც ზურაბ ქურციკიძე ვნახე მოდულის შენობაში, მას ეტყობოდა ცემის კვალი სახის მიდამოებში
- +

7 დეკემბერი. 2016. 12:05


 

2011 წელს, მე, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი ჩავები ე.წ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულების პროცესში, ქურციკიძეს ეტყობოდა ცემის კვალი-ამის შესახებ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა განაცხადა.



ნინო ანდრიაშვილი დეტალურად იხსენებს თუ რა მოხდა 2011 წელს მოდულის შენობაში.


როდესაც გავიგეთ აღნიშნული ფაქტის შესახებ, ჩვენ ამ საქმეში ჩავერთეთ და მე ვიცავდი ზურაბ ქურციკიძის უფლებებს. ზურაბ ქურციკიძე თავდაპირველად არ აღიარებდა ბრალს. როცა პირველად ვნახე, ეტყობოდა ფიზიკური ზეწოლის კვალი, ასევე ფსიქოლოგიურისაც, რა თქმა უნდა. მე ვუთხარი ზურას, რომ ეს ამბავი გაგვეხმაურებინა, თუმცა, მიუხედავად იმის, რომ ცემის ფაქტი დამიდასტურა, უარი თქვა გახმაურებაზე, რადგან იყო დაშინებული."-განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა.


ადვოკატი, იხსენებს იმ ეპიზოდსაც, როცა მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან აღიარებითი ჩვენების მიცემა.



მე დამირეკა გამომძიებელმა, რომ მივსულიყავი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუ რატომ მიბარებდნენ, არ ვიცოდი, როდესაც იქ მივედი, ერთი გამომძიებელი იჯდა, რომელსაც პირადი ჩანაწერების ბლოკნოტში ეწერა აღიარებითი ჩვენების ტექსტი, რაც ზურას კარნახით უნდა დაწერილიყო შემდეგ. მე, რა თქმა უნდა, გავაპროტესტე ფაქტი, მაგრამ ზურამ მითხრა, რომ სხვანაირად თავს ვერ დააღწევდა სასჯელაღსრულების დაწესებულებას. იმ წუთიდანვეადამიანის უფლებათა ცენტრმა" საქმეში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა. მე ვთხოვდი ზურას, რომ არ დაეწერა აღიარებითი ჩვენება, რადგან საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება და მოწმეებიც ის პირები იყვნენ, ვინც მათი დაკავება მოახდინა,"-განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner