„საქართველოს ბანკის" ფონდმა „სიცოცხლის ხე" სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში გამარჯვებულ 5 პროექტს, მაქსიმუმ 50 000 ლარის ოდენობით, „საქართველოს ბანკი" დააფინანსებს. გამარჯვებული პროექტებია:
საგრანტო კონკურსში ჯამში 154 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ პროექტების შეფასება-განხილვის შედეგად 23 ფინალისტი გამოავლინა. ფინალისტებს 2 დღიანი სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ, სოციალური მეწარმეობის თემაზე, რის შედეგადაც ჟიურის წინაშე საბოლოო პრეზენტაციით წარსდგნენ, 23 ფინალისტიდან ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა.
გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ფონდი „სიცოცხლის ხე" 2017 წლის იანვრის თვიდან დაიწყებს და პროექტების დასრულებამდე მონიტორინგს გაუწევს მათ. აღსანიშნავია, რომ სოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურსის მიზანი, საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნის და განვითარების ხელშეწყობაა, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. გრანტით დაფინანსებული სოციალური საწარმოების საქმიანობა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge