logo_geo
eng_logo
გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ სასჯელს საქართველოში მოიხდის
- +

22 მარტი. 2016. 22:31



ჰოლანდიურ მხარესთან ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ გიორგი დგებუაძე სასჯელს საქართველოში მოიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს. სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ასამართლებენ.


დგებუაძე, იგივე "მასტერა", 4 ბრალდებულიდან ერთადერთია, რომლის ბრალდების საქმეზე განაჩენი არ დამდგარა. გახმაურებული სპეცოპერაციის საქმეში დგებუაზე ბრალს არ აღიარებს და ამ დროისთვის არც გამოძიებასთან თანამშრომლობს.


გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება შესაძლოა, ფარული ვიდეომასალების საქმეს უკავშირდებოდეს, არასერიოზულად მიაჩნია მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს.


გიორგი გოგაძის განცხადებით, დგებუაძის ექსტრადირება მხოლოდ იმ საქმესთანაა კავშირში, რომლისთვისაც იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.


ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განძრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულად სასამრთლომ უკვე ცნო კუდ-ის ყოფილი უფროსი, დათა ახალია და ამავე უწების კიდევ 2 მაღალჩინოსანი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner