„ვროპარლამენტში ყველა ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მთელმა ცივილურმა სამყარომ უმნიშვნელოვანესი ზომები უნდა მიიღოს. მოდუნებული ევროპა საფრთხეებს ვერ უპასუხებს, რადგან მტერი ძალიან ძლიერია,"-ამის შესახებ გადაცემა 2030-ში, ბრიუსელიდან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
„ტერორისტული ორგანიზაციის ერთხელ და სამუდამოდ გასანადგურებლად, რომელმაც უკვე სერიოზული და ძლიერი ქსელი ააგო, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები უნდა გადაიდგას",-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ტერორისტებს უნდოდათ, შიში დაეთესათ და მასშტაბური ღონისძიებები არ ჩატარებულიყო.
„ასეთი ბრიუსელი არასოდეს მინახავს. ქუჩები სამხედროებით არის სავსე და ქალაქი ომის შემდგომ პერიოდს მოგვაგონებს. დაძაბულობა განსაკუთრებით ევროსტრუქტურებში იგრძნობა. დღეს და ხვალ ევროპარლამენტი იხურება. ევროკომისიაში, გარდა უმაღლესი დონის საიდუმლო, დახურული შეხვედრებისა, ყველა სხვა, დაგეგმილი საერთაშორისო ხასიათის შეხვედრები გაუქმებულია. ჯერჯერობით, ქალაქში გასვლა ვერ მოვახერხეთ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, უსაფრთხოების მიზნით შენობაში დავრჩენილიყავით",-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.