ავტორი ალა გრიგალაშვილი
ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ამ საქმის ირგვლივ კითხვები და ეჭვები მუდმივად იარსებებს.
„ლევან ჩაჩუას სამსახურებრივი გულგრილობა არ გამოუჩენია, მან დაწერა იმ მასალაზე დაყრდნობით, რაც ნახა. რაც შეეხება სხვა ექსპერტიზას, თითქოს ამერიკელმა ექსპერტებმა თქვეს, რომ იქ არ იყო იმ რაოდენობის გაზი, რომელიც გარდაცვალებას გამოიწვევდა. ისევ ვიტყვი იმას, რომ ალბათ ეჭვები მუდმივად დარჩება და არ მგონია, ეს საქმე იმ თვალსაზრისით იქნას გამოძიებული, რომ დამტკიცდეს ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, ვინაიდან შეიძლება, ეს არც იყოს მკვლელობა და გადაჭრით ამაზე საუბარი არც შემიძლია. მაგრამ, თუ ეს იყო მკვლელობა, ამის დადასტურება უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია.
ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, ამაზე დღეს კითხვები არსებობს და ვეჭვობ, რომ ეს კითხვები მუდმივად იქნება, ვინაიდან გამოძიების შედეგს არ ექნება ისეთი დამაჯერებელი ახსნა, რომ გამყადეს ან ერთი, ან მეორე ვერსია", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.