logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ძალაში დარჩეს
- +

7 დეკემბერი. 2016. 17:19


 


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-უკრაინის კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ დიპლომატია ერთადერთი ეფექტური საშუალებაა უკრაინაში კრიზისის გადასაჭრელად.


ახლახან დავასრულეთ NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინთან. ჩვენი შეხვედრა ხაზს უსვამს NATO- ურყევ მხარდაჭერას უკრაინისადმი. NATO არასოდეს აღიარებს რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსიას. დღეს ჩვენ განვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები, მინსკის შეთანხმებების მნიშვნელობა და უკრაინისადმი NATO- მტკიცე მხარდაჭერა.

სიტუაცია სერიოზული რჩება და ადგილი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაღვევებს აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთს ამ კონფლიქტის დასრულების მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია. დიპლომატია ერთადერთი ეფექტური საშუალებაა უკრაინაში კრიზისის გადასაჭრელად. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გააორმაგონ თავიანთი ძალისხმევა მინსკის შეთანხმებების სრული განხორციელებისთვის. როგორც პირველი ნაბიჯი, უნდა დავინახოთ ცეცხლის დაუყოვნებლივი და სრული შეწყვეტა. ამავდროულად, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლის განხორციელება, რათა მოსკოვმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების სიტუაცია სერიოზული რჩება, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური სანქციები ძალაში დარჩეს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner