პაკისტანში ქალაქ ხაველიანთან ახლოს რადარებიდან გაქრა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 47 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.
სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ინფორმაციით, სანამ ლაინერი ავიადისპეტჩერების რადარიდან გაქრებოდა, მათ პილოტისგან უბედური შემთხვევის შესახებ სიგნალი მიიღეს.
თვითმფრინავი ქალაქ ჩიტრალიდან ადგილობრივი დროით 15:30 საათზე აფრინდა და ქვეყნის დედაქალაქში ისლამაბადში ადგილობრივი დროით 16:40 საათზე უნდა დაშვებულიყო.