„ეს, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ გამოცხადებული ომია!"- ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტების სრიას გადაცემაშ 2030.
„დღევანდელი ინფორმაცია შოკისმომგვრელი იყო. ევროპის შუაგულში გაუგონარი ტერაქტის მოწმე უკვე მერამდენედ გავხდით. ეს, პრაქტიკულად, კარგად ორგანიზებული ჯგუფების მიერ ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ გამოცხადებული ომია. ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ და საქართველოსთვის ეს ტკივილი საერთოა. NATO-ს უსაფრთხოების სისტემებთან თანამშრომლობით, უსაფრთხოების სისტემების სრულყოფითა და ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით, ტერორიზმის საფრთხე თავიდან უნდა ავიცილოთ."- აღნიშნავს მანანა კობახიძე.
ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ბელგიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია "CNN"-ს განუცხადა.
ოფიციალური ბრიუსელის ცნობით, 100 ადამიანი აეროპორტში, 130 კი მეტროში მომხდარი ტერაქტების დროს დაშავდა.
რაც შეეხება დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას, ამ დრომდე ხელისუფლებას ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია. სხვადასხვა ინფორმაციით, ტერაქტებს 38-მდე ადამიანი ემსხვერპლა.