logo_geo
eng_logo
ხვალ საერთაშორისო ფორუმი „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“ გაიხსნება
- +

7 დეკემბერი. 2016. 18:12



8 დეკემბერს, 09:00 საათზე, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი - ტექნოპარკი (მის.ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა 7), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, ფართომასშტაბიან ფორუმს სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის" უმასპინძლებს.


ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ფორუმზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner