logo_geo
eng_logo
საქართველოს განათლების სამინისტრო უარყოფს, თითქოს მეცნიერებათა აკადემიაში კონფერენციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორია
- +

7 დეკემბერი. 2016. 18:15



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს  გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 9 დეკემბერს, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კონფერენციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორია.


გავრცელებულ ინფორმაციაში  ნათქვამია, რომ კონფერენციაზე მოხდება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილის, კერძოდ, პროფესიული განათლების  საკითხებზე მსჯელობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე,  არამედ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყებების  წარმომადგენლები.


სამინისტრო განმარტავს, რომ უწყების მიერ მსგავსი კონფერენცია დაგეგმილი არ არის და მისი გამავრცელებლები, სავარაუდოდ, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, მიზანმიმართულად  ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო უწყების სახელით გავრცელებული არასწორი ინფორმაცია დანაშაულებრივი ქმედებაა, სამინისტრო მიიღებს ზომებს და მომხდარის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენებს შესაბამის უწყებებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner