ქობულეთის სოფელ ციხისძირში შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია. ის ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში დედამ შვილი ნაჯახით მოკლა.
ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულიხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-20 წლამდე ან უვადოდ.