„ფეისბუქი" შაბათ-კვირას გაითიშება, ამის შესახებ მისმა დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა ტელეარხ „BLEF-TV"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ცუკერბერგის თქმით, სამყარო ზედმეტად გახდა „ფეისბუქზე" დამოკიდებული, რაც ადამიანის ფსიქიკაზე ახდენს გავლენას.
„ვფიქრობ, შაბათ-კვირას „ფეისბუქის" გათიშვით ადამიანები შეძლებენ ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დამყარებას, რაც რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის ბალანს აღადგენს", - განაცხადა ცუკერბერგმა.
„ფეისბუქის" დამაარსებლის თქმით, აღნიშნული ცვლილება 2017 წელს განხორციელდება, თუმცა ზუსტი დრო ჯერ უცნობია.
„ერთი რამ ვიცი, რომ პარასკევს, ზუსტად ღამის 12 საათზე, ქვეყნების სასარტყელო დროის მიხედვით, „ფეისბუქი" გაითიშება მთელ სამყაროში და ორშაბათ დილამდე არ ჩაირთვება. ამიერიდან, თქვენ გეცოდინებათ, რომ შაბათ-კვირას ისვენებთ, შესაბამისად დაგეგმავთ დღეს, გადაიღებთ ფოტოებს და უიქენდის ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალას ორშაბათს ატვირთავთ, ეს ერთგვარი სტიმული იქნება, რათა მოუთმენლად დაელოდოთ ახალ სამუშაო დღეს. ამ ცვლილებით თქვენ უფრო მეტ დროს გამონახავთ ოჯახთან საურთიერთოდ, დიდი ხნის უნახავი ნათესავების სანახავად, პიკნიკის მოსაწყობად, წიგნის წასაკითხად და კიდევ ვინ იცის, რამდენ დავიწყებულ ადამიანურ ქცევას გაიხსენებთ", - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.