აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამაზე საუბრისას ტელეარხ NBC-ის თოქ-შოუში განაცხადა, რომ ერთ-ერთი თანამდებობის პირის დანიშვნისას ყური უგდო აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას რჩევას.
„მე მომწონს ის, მე მიყვარს მისი იდეების მიღება. ბევრ რამეში მისგან განვსხვავდები, ძალიან განვსხვავდები. ბევრ შემთხვევაში საპირისპირო მხარეს ვართ.
ვიტყოდი, რომ ვიღებ მის რეკომენდაციებს ძალიან სერიოზულად და ერთ შემთხვევაში თანამდებობაზე დავნიშნე ადამიანი, რომელზეც ბარაქ ობამა დიდი წარმოდგენის იყო", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპი ობამას თეთრ სახლში არჩევნების მოგებიდან მეორე დღეს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ის ბარაქ ობამას პოლიტიკას აკრიტიკებდა.