logo_geo
eng_logo
ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს
- +

7 დეკემბერი. 2016. 19:27


 


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი იუგოსლავიის საქმეთა ტრიბუნალის პროკურორი ბოსნიელი სერბების ყოფილი გენერლისთვის, რატკო მლადიჩისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს, რომლის სასმართლო პროცესი ჰააგაში უკვე ოთხ წელზე მეტია გრძელდება.


74 წლის ყოფილი გენერალი, მართლმსაჯულებას 16 წელის განმავლობაში ემალებოდა. ის 2011 წლის მაისში დააკავეს სერბეთის სპეცსამსახურების ოპერაციის შედეგად.


მლადიჩი 1995 წელს სოფელ სრებრენიცაში შვიდი ათასი მუსლიმი მამკაცისა და ბიჭის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. მას ასევე სარაევოს ბლოკადაში მონაწილე ძალების მეთაურობაში ედება ბრალი. ქალაქი ალყაში სამი წლის განმავლობაში იყო, რა დროსაც იქ 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


რატკო მლადიჩი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner