დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბაჰრეინში, სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანი საფრთხეს წარმოადგენს სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნათლად მესმის ის საფრთხე, რომელსაც ირანი სპარსეთის ყურეში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში წარმოადგენს. დიდი ბრიტანეთი ერთგული რჩება სპარსეთის ყურის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობისადმი და აგრძელებს ერთობლივად მუშაობს ამ ქვეყნებთან საფრთხის თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნა ტერეზა მეიმ.