ჟუნალისტი გიორგი ფოფხაძე 2030-თან ბრიუსელში არსებულ მდგომარეობას მიმოხილავს და აღნიშნავს, რომ ფაქტიურად, ბრიუსელი პარალიზებული და დაცლილია.
„მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, საფრანგეთთან და გერმანიასთან საზღვრები დაიკეტა, ევროინსტიტუციები დაკეტილია, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტაქსებიც კი, იშვიათად მოძრაობენ. რამდენიმე ოფიციალური საიტი პოლიციამ შეზღუდა. ერთადერთი საშუალება, საიდანაც ინფორმაციას ვიღებთ, რადიო და სოციალური ქსელია." - აცხადებს გიორგი ფოფხაძე.
„ტერორისტებთან ბრძოლა, ფაქტიურად, კვირას დაიწყო. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ტერორისტული ქსელია ევროპაში და როგორ მოქმედებენ ისინი, რომ აფეთქება ბრიუსელის ყველაზე უფრო დაცულ რაიონებში მოხდა. ტერორისტების დაკავების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. თუმცა, პოლიციის პრესსამსახურს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. მთელს ქვეყანაში უსაფრთხოების უმაღლესი ზომებია მიღებული. საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოსულია სპეცდანიშნულებისა და უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც ბელგიელ კოლეგებს მუშაობაში ეხმარებიან."