მატეო რენციმ twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ იტალიის პრემიერის თანამდებობას უახლოეს საათებში დატოვებს. რენციმ გადადგომის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ მის მიერ ინიციირებულ რეფორმებს მხარი არ დაუჭირა. თუმცა იტალიის პრეზიდენტმა მატეო რენცის თანამდებობაზე დარჩენა 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე სთხოვა.
„კანონპორექტი ბიუჯეტის შესახებ დამტკიცებულია. 19:00 საათზე თანამდებობას ოფიციალურად დავტოვებ. მადლობა ყველას და გაუმარჯოს იტალიას", - წერს მატეო რენცი.