logo_geo
eng_logo
საქართველოში ჩამოტანილი აპარატურით მე-4 სტადიის სიმსივნის მკურნალობა იქნება შესაძლებელი
- +

7 დეკემბერი. 2016. 21:13


 


უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით, რომელიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში იქნება ხელმისაწვდომი, 1 მილიმეტრამდე სიმსივნის დასხივება იქნება შესაძლებელი, ისე რომ გვერდით მდებარე ქსოვილები არ დაზიანდეს.


როგორც ipress-ს ონკოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ონკოლოგიის დარგში მაკა მაღლაკელიძემ განუცხადა, ახალი აპარატურით მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობაც არის შესაძლებელი. ავადმყოფობის ამ ეტაპზე მკურნალობა პროცესის შეჩერებისკენ იქნება მიმართული.


„საერთოდ ქირურგიული მეთოდები ზოგადად გამოიყენება სიმსივნეების ყველა სტადიაზე მკურნალობისთვის, უბრალოდ განსხვავება არის იმაში, რომ სიმსივნის საწყის სტადიაზე მკურნალობა და მათ შორის რადიოქირურგიული მკუნალობა მიმართულია სრული გამოჯანმრთელებისაკენ, თუმცა უკვე ეს სისტემა მოგვცემს იმის შესაძლებლობასაც, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეებსაც ვუმკურნალოთ, ანუ შესაძლებელი გახდება მეტასტაზური სიმსივნეების დასხივება, თუმცა მკურნალობას ექნება, რა თქმა უნდა, მიზანი პროცესის შეჩერებისა, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და კარგი ხარისხის შენარჩუნებისა",-აცხადებს მაკა მაღლაკელიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner