logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას ახალი აპარატურით სახელმწიფო უზრუნველყოფს
- +

7 დეკემბერი. 2016. 21:17


 

 

„კლინიკური მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი მიღწევებით და ამ მიღწევებიდან აღსანიშნავია, რომ ისინი ზრუნავენ არამარტო თანამედროვე აღჭურვილობაზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არამედ იმ ექიმებისა და ექთნების გადამზადებაზე და ამ მხრივ მართლაც ერთ-ერთი გამორჩეულია",- ამის შესახებ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკომ განაცხადა. საქართველოში, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი თაობის რადიო ქირურგიული სისტემა EDGE-ით იქნება შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრმა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კლინიკა  პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა.

 

„ბოლო თაობის აპარატურა, რომელიც ახლა დამონტაჟდა მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების ნაკადს, რომლებიც საზღვარგარეთ ეძებდნენ მკურნალობას. ასევე აღსანიშნავია, ის რომ ამ პროექტების გაგრძელება შესაძლებელი გახდა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტით, რადგან პაციენტებს გაუჩნდათ იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი მაღალტექნოლოგიური მკურნალობა მიეღოთ აქ, საქართველოში.

 

მე წარმატებას ვუსურვებ ამ კლინიკას და ფიქრობ მათი ჩართულობა ჯანდაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner