პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით საქართველოს ყოფილ პრემიერ- მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ყველაზე მძიმე ხვედრი, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დატოვებული მძიმე სისტემის ნგრევა ხვდა წილად.
„რთულია, როცა ოპოზიციიდან ხელისუფლებაში მოდიხარ და ამხელა დანაშაულებრივი სისტემის მიერ შექმნილ დანაშაულთა კასკადს ეჯახები. ამ მძიმე სისტემის ნგრევა ირაკლი ღარიბაშვილს და მთავარ პროკურორს მოუწია. ბევრი მაღალჩინოსანი პასუხისგებაშია მიცემული, ბევრიც ძებნაშია, მაგრამ არსებობს კითხვა - იყო თუ არა ყველა რესურსი გამოყენებული, რომ ამ კადრების ყველა დამკვეთი, შემსრულებელი, შემნახავი გამოვლენილიყო?! როცა ასეთ რთულ მდგომარეობას ეჯახები, შესაძლოა, ხარვეზები იყოს. მეც მაქვს განცდა, რომ გარკვეული ხარვეზები დაშვებულ იქნა." - განაცხადა მანანა კობახიძემ გადაცემაში 2030.