logo_geo
eng_logo
დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ბრაზილიელი კალათბურთელი აღმოჩნდა
- +

22 მარტი. 2016. 23:38



დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებების შემდეგ გავრცელებულ ფოტოზე ჩანსწარმოშობით ბრაზილიელი, ბელგიის  საკალათბურთო ნაკარების წევრი  სებასტიან ბელინი აღმოჩნდა.


უცხოური მედიის ცნობით, 37 წლის კალათბურთელი  აფეთქების ადგილიდან 20 მეტრში იმყოფებოდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.


სებასტიან ბელინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ტვიტერში" აქტიურად წერენ მისი გულშემატკივრები.


კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრი სწრაფად მოახდენს ძალების აღდგენას.


დაჭრილი მამაკაცის ფოტო ქართველმა ჟურნალისტმა, ქეთევან ქარდავამ გაავრცელა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner