logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკმა“ სამომხმარებლო სესხზე წინასაახალწლო აქცია დაიწყო
- +

8 დეკემბერი. 2016. 11:37


 

საქართველოს ბანკმა" სამომხმარებლო სესხზე, წინასაახალწლო აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. 


„ყველა, ვინც ისარგებლებს ან დაპორტირდება სამომხმარებლო სესხით „საქართველოს ბანკში", 6 იანვრის ჩათვლით, საჩუქრად მიიღებს სესხზე 1 თვის საპროცენტო შენატანს, შესაბამისად, სესხის დაფარვას დაიწყებს 2 თვის შემდეგ.

 

ამასთან, აქციით სარგებლობისას მომხმარებელს საშუალება ექნება, გამოთავისუფლებული თანხები, წინასაახალწლოდ სურვილისამებრ გამოიყენოს", - ნათქვამია „საქართველოს ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობით, იქნება ეს საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა თუ განათლების დაფინანასება უცხოურ უმაღლეს სასწავლებელში. სამომხმარებლო სესხის თანხა 400 ლარიდან იწყება, სესხის ვადა კი მაქსიმუმ 10 წელია. 


დამატებითი ინფორმაცია სამომხმარებლო სესხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:  www.sb.ge  




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner