logo_geo
eng_logo
„ახალი აპარატურით 1მმ-მდე სიმსივნის დასხივებას ქირურგიული ჩარევის ეფექტი ექნება“
- +

8 დეკემბერი. 2016. 12:50



უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით, რომელიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში იქნება ხელმისაწვდომი, 1 მილიმეტრამდე სიმსივნის დასხივება იქნება შესაძლებელი, ისე რომ გვერდით მდებარე ქსოვილები არ დაზიანდეს.  მსგავსი მომსახურების მისაღებად აქამდე, ონკოლოგიურ პაციენტებს საზღვარგარეთ უხდებოდათ წასვლა, თოდუას კლინიკაში კი ამ მომსახურებას სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღებენ.


რადიქირურგიული სისტემა EDGE, ეს არის უკვე ძალიან ნატიფი, აბსოლუტურად მიზანმიმართული რადიოქირურგიული პროცედურა, თუ რედიოთერაპიული პროცედურა გულისხმობს სიმსივნეების ცოტა დიდი ზომების დასხივებას და მათ ლოკალურ კონტროლს, უკვე რადიოქირურგიული სისტემა, რა თქმა უნდა ეს ქირურგია არ არის, მაგრამ ქირურგიის ტოლფასი პროცედურაა, რომელიც ძალიან მცირე ზომის სიმსივნეების ერთჯერადი დასხივებით პრაქტიკულად იღებს პაციენტი იგივე ეფექტს, რასაც მოგვცემდა მისი სრული ქირურგიული ამოღება ქირურგიული ჩარევით. ეს მკურნალობს გაცილებით უფრო მცირე ზომის სიმსივნეებს, რა თქმა უნდა დიდსაც, მაგრამ ამ სისტემით უკვე შესაძლებელი ხდება 1 მილიმეტრამდე სიმსივნის დასხივება, რა თქმა უნდა, ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანების გარეშე", - აცხადებს მაკა მაღლაკელიძე.


ახალი აპარატურით მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობაც არის შესაძლებელი. ავადმყოფობის ამ ეტაპზე მკურნალობა არა სრული გამოჯანმრთელებისკენ, არამედ  პროცესის შეჩერებისკენ არის მიმართული.


საერთოდ, ქირურგიული მეთოდები ზოგადად გამოიყენება სიმსივნეების ყველა სტადიაზე მკურნალობისთვის, უბრალოდ, განსხვავება არის იმაში, რომ სიმსივნის საწყის სტადიაზე მკურნალობა და მათ შორის რადიოქირურგიული მკუნალობა მიმართულია სრული გამოჯანმრთელებისაკენ, თუმცა, უკვე ეს სისტემა მოგვცემს იმის შესაძლებლობასაც, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეებსაც ვუმკურნალოთ, ანუ შესაძლებელი გახდება მეტასტაზური სიმსივნეების დასხივება, თუმცა, მკურნალობას ექნება, რა თქმა უნდა, მიზანი პროცესის შეჩერებისა, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და კარგი ხარისხის შენარჩუნებისა", - აცხადებს მაკა მაღლაკელიძე.


მაკა მაღლაკელიძის თქმით, წლის ბოლოდან ონკოლოგიური პაციენტები აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში ისეთივე მომსახურებას მიიღებენ, როგორსაც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი დონის კლინიკაში გაუწევდნენ.


ახალი აპარატი ადგილზეა, რამდენიმე დეტალი დარჩა მხოლოდ ინსტალაციის, უკვე წლის ბოლოდან, ვფიქრობ, სრული დატვირთვით ვიმუშავებთ.

 

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პაციენტებს არ მოუწევთ მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრება. შესაძლებელი იქნება, რომ საქართველოში მიიღონ ყველაზე მაღალი დონის სერვისი, რაც შეიძლება მიიღონ ყველაზე მაღალი დონის კლინიკაში ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროპის წამყვან კლინიკებში. თურქეთშიც კი, რუსეთზე საუბარი არაა, არ დგას ასეთი აპარატი, ჩვენ საქართველო გავხდით მე-6 ქვეყანა ევროპაში, სადაც დაიდგა ამ დონის აპარატურა", - ამბობს მაკა მაღლაკელიძე.


წლიურად საქართველოში 12 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. როგოც მაკა მაღლაკელიძე ამბობს, ეს არის ახალი შემთხვევები, ონკოლოგიური კონტინგენტი კი  33-35 ათასის ფარგლებშია. მაღლაკელიძე ამბობს, რომ კლინიკის სამედიცინო პერსონალი მზად არის, პაციენტების დიდი რაოდენობა მიიღოს და რაიმე დაბრკოლებების შექმნას ამ მიმართულებით არ ელოდება.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner