logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას ახალი აპარატურით სახელმწიფო უზრუნველყოფს
- +

8 დეკემბერი. 2016. 12:53



საქართველოში, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით იქნება შესაძლებელი.


ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კლინიკა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა.


კლინიკური მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი მიღწევებით და ამ მიღწევებიდან აღსანიშნავია, რომ ისინი ზრუნავენ არამარტო თანამედროვე აღჭურვილობაზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არამედ იმ ექიმებისა და ექთნების გადამზადებაზე და ამ მხრივ მართლაც ერთ-ერთი გამორჩეულია.

 

ბოლო თაობის აპარატურა, რომელიც ახლა დამონტაჟდა მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების ნაკადს, რომლებიც საზღვარგარეთ ეძებდნენ მკურნალობას. ასევე აღსანიშნავია, ის რომ ამ პროექტების გაგრძელება შესაძლებელი გახდა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტით, რადგან პაციენტებს გაუჩნდათ იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი მაღალტექნოლოგიური მკურნალობა მიეღოთ აქ, საქართველოში.

 

მე წარმატებას ვუსურვებ ამ კლინიკას და ფიქრობ, მათი ჩართულობა ჯანდაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner