logo_geo
eng_logo
მაკა მაღლაკელიძე: ახალი აპარატურით მეოთხე სტადიის სიმსივნეებსაც ვუმკურნალებთ
- +

8 დეკემბერი. 2016. 12:55



აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკის ახალ კორპუსში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით იქნება შესაძლებელი. პაციენტებს უახლესი აპარატურით - ორი სხივური ამაჩქარებლით, რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით და ბრაქითერაპიის აპარატით მოემსახურებიან.


რა უპირატესობები გააჩნია ახალი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით მკურნალობას აქამდე არსებულ გზებთან შედარებით, ამაზე „აიპრესი" ონკოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს ონკოლოგიის დარგში მაკა მაღლაკელიძეს ესაუბრა.


მკურნალობა, რომელიც რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით ტარდება, ქირურგიის ტოლფასი პროცედურაა. მაკა მაღლაკელიძე განმარტავს, რომ ახალი აპარატურით შესაძლებელი ხდება ძალიან მცირე ზომის სიმსივნეების დასხივება გვერდით მდებარე ქსოვილების დაუზიანებლად, ხოლო ერთჯერადი დასხივებით პაციენტი იგივე შედეგს იღებს, როგორსაც ქირურგიული ჩარევით მიიღებდა.


ჩვენმა ინსტიტუტმა 2014 წლიდან განავითარა ონკოლოგიური მიმართულება და უკვე 2014 წელს დაიდგა ამერიკული ფირმა ვარიანის" ორი ახალი სხივური ამაჩქარებელი, რომელიც იყო სრულიად ახალი სიტყვა მედიცინაში და რადიოთერაპიაში იმ დროისთვის, თუმცა პაციენტების საკმაოდ დიდი ნაკადია დღეს, დღეში 200-მდე ონკოლოგიური პაციენტი იღებს მკურნალობას ამ ორ მანქანაზე, რამაც განაპირობა ახალი კორპუსის მშენებლობისა და ონკოლოგიური სერვისების გაძლიერების აუცილებლობა.

 

შესაბამისად, დღეისათვის, 2016 წლის მოდელი, რომელიც ეკუთვნის იგივე ფირმა ვარიანს, ეს გახლავთ უკვე რადიქირურგიული სისტემა EDGE, ეს არის უკვე ძალიან ნატიფი, აბსოლუტურად მიზანმიმართული რადიოქირურგიული პროცედურა, თუ რედიოთერაპიული პროცედურა გულისხმობს სიმსივნეების ცოტა დიდი ზომების დასხივებას და მათ ლოკალურ კონტროლს, უკვე რადიოქირურგიული სისტემა, რა თქმა უნდა, ეს ქირურგია არ არის, მაგრამ ქირურგიის ტოლფასი პროცედურაა, რომელიც ძალიან მცირე ზომის სიმსივნეების ერთჯერადი დასხივებით პრაქტიკულად იღებს პაციენტი მავე ეფექტს, რასაც მოგვცემდა მისი სრული ქირურგიული ამოღება ქირურგიული ჩარევით. ეს არის ახალი სიტყვა, ახალი ეტაპი, რადიოქირურგიის განვითარებაში და ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს შეეძლებათ მიიღონ ეს სერვისი საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის გარეშე და ძალიან გვიხარია, რომ ეს სერვისი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ონკოლოგიური სერვისები, დაფინანსებულია საყოველთაო დაზღვევით და სახელმწიფო პროგრამებით და პაციენტებს ექნებათ ამ სერვისების მიღების შესაძლებლობა. ეს მკურნალობს გაცილებით უფრო მცირე ზომის სიმსივნეებს, რა თქმა უნდა დიდსაც, მაგრამ ამ სისტემით უკვე შესაძლებელი ხდება 1 მილიმეტრამდე სიმსივნის დასხივება, რა თქმა უნდა, ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანების გარეშე", - აცხადებს მაკა მაღლაკელიძე.


ახალი აპარატურით მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობაც არის შესაძლებელი. ავადმყოფობის ამ ეტაპზე მკურნალობა არა სრული გამოჯანმრთელებისკენ, არამედ  პროცესის შეჩერებისკენ არის მიმართული.


საერთოდ, ქირურგიული მეთოდები ზოგადად გამოიყენება სიმსივნეების ყველა სტადიაზე მკურნალობისთვის, უბრალოდ, განსხვავება არის იმაში, რომ სიმსივნის საწყის სტადიაზე მკურნალობა და მათ შორის რადიოქირურგიული მკუნალობა მიმართულია სრული გამოჯანმრთელებისაკენ, თუმცა უკვე ეს სისტემა მოგვცემს იმის შესაძლებლობასაც, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეებსაც ვუმკურნალოთ, ანუ შესაძლებელი გახდება მეტასტაზური სიმსივნეების დასხივება, თუმცა, მკურნალობას ექნება, რა თქმა უნდა, მიზანი პროცესის შეჩერებისა, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და კარგი ხარისხის შენარჩუნებისა.

 

აქამდე ჩვენ გვქონდა მარტო თერაპია და არ გვქონდა ქირურგია, შესაბამისად ხლა უკვე გვექნება ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ ერთი ან სხვა მეთოდი პაციენტის მდგომარეობის და ჩვენების შესაბამისად. ანუ თუ ადრე ვერ ვასხივებდით მცირე ზომის სიმსივნეებს, იმიტომ რომ მოცულობა და ველი იქნება დიდი, ახლა უკვე გვექნება როგორც დიდი, ასევე მცირე ზომის, როგორც პირველადი, ასევე მეტასტაზური სიმსივნეების დასასხივებლად. აქამდე ძალიან მცირე ზომის სიმსივნეებს აქ ვერ ვასხივებდით და პაციენტებს უწევდათ საზღვარგარეთ წასვლა", - აცხადებს მაკა მაღლაკელიძე.


მაკა მაღლაკელიძის თქმით, წლის ბოლოდან ონკოლოგიური პაციენტები აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში ისეთივე მომსახურებას მიიღებენ, როგორსაც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი დონის კლინიკაში გაუწევდნენ.


ახალი აპარატი ადგილზეა, რამდენიმე დეტალი დარჩა მხოლოდ ინსტალაციის, უკვე წლის ბოლოდან, ვფიქრობ, სრული დატვირთვით ვიმუშავებთ.

 

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პაციენტებს არ მოუწევთ მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრება. შესაძლებელი იქნება რომ საქართველოში მიიღონ ყველაზე მაღალი დონის სერვისი, რაც შეიძლება მიიღონ ყველაზე მაღალი დონის კლინიკაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ ევროპის წამყვან კლინიკებში. თურქეთშიც კი, რუსეთზე საუბარი არაა, არ დგას ასეთი აპარატი, ჩვენ საქართველო გავხდით მე-6 ქვეყანა ევროპაში, სადაც დაიდგა ამ დონის აპარატურა", - ამბობს მაკა მაღლაკელიძე.


წლიურად საქართველოში 12 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. როგოც მაკა მაღლაკელიძე ამბობს, ეს არის ახალი შემთხვევები, ონკოლოგიური კონტიგენტი კი  33-35 ათასის ფარგლებშია. მაღლაკელიძე ამბობს, რომ კლინიკის სამედიცინო პერსონალი მზად არის, პაციენტების დიდი რაოდენობა მიიღოს.


ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს, რა თქმა უნდა, რომ გავწვდეთ ყველას, ის ფაქტი, რომ ახალი შენობა აშენდა და ახალი აპარატი დაიდგა, მეტყველებს სწორედ იმაზე რომ ნაკადი ძალიან დიდი იყო და შესაბამისად ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვეთ ჩვენი მომსახურების არეალი. ონკოლოგიური პაციენტების საკმაოდ დიდი ნაკადია ჩვენთან კლინიკაში, შესაბამისად, გავაფართოვეთ მომსახურების არეალი და ეს ორი მანქანა კიდევ შეემატება ჩვენს ინსტიტუტს, რომ უფრო მეტი პაციენტი გავატაროთ ყოველდღიურად. რადიოქირურგიული სისტემის დამატებაც სავარაუდოდ გაზრდის პაციენტთა რიცხვს.

 

ყველა ონკოლოგიური პაციენტი არის პრიორიტეტული, მერწმუნეთ, ონკოლოგიაში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც არაა პრიორიტეტული, ადგილზე ისეთი სასწაული რიგები არ არის, რომ ვერ შევძლოთ, მოვემსახუროთ ვინმეს და დიდი ხნის ლოდინი დასჭირდეთ. პრიორიტეტული იქნება სამედიცინო ჩვენება, ანუ დიაგნოზიდან და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ვისაც დასჭირდება. თუმცა ჩვენ მზად ვართ, გადავამზადეთ ბევრი ფიზიკოსი, სამედიცინო პერსონალი მზად არის იმისთვის, რომ დატვირთვა გაიზრდება და ბევრად მეტი პაციენტი იქნება, ვიდრე დღეს. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე დაბრკოლება შეექმნებათ პაციენტებს", - განაცხადა მაკა მაღლაკელიძემ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner