უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „facebook"-გვერდზე წერს, რომ ევროკავშირმა კომპრომისს მიაღწია „შეჩერების მექანიზმის" თაობაზე.
„დამაიმედებელი სიახლე მივიღე ბრიუსელიდან. „შეჩერების მექანიზმთან" დაკავშირებით კომპრომისი მიღწეულია. ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ", - წერს პეტრო პოროშენკო.