„ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ „ნაცმოძრაობის" დეპუტატს ლელა ქებურიას და მის ოჯახს მეგის ქარდავას სახელით ემუქრებიან.
„ენმ-ის დეპუტატს, ქ-ნ ლელა ქებურიას და მის ოჯახს, მეგის ქარდავას სახელით მისი ნათესავი ემუქრება - ვინმე ნიკა ლოგუა.
(მუქარის წერილი იხილეთ წინა პოსტში)
ამას გარდა, დაემუქრნენ მის ქმარსაც - დაურეკეს და ეუბნებოდნენ, რომ „მიშა ბოკერიას მოუგებს", რომ მეგისი დაბრუნდება და ლელა ჭკვიანად იყოს.
ლელას მეუღლეს ორი თვის წინ სტენტი ჩაუდგეს.
ლელა ქებურიასთვის გაგზავნილი მუქარის წერილის შინაარსის შემცველი პოსტი უდევს ბ-ნ ნიკა ლოგუას საკუთარი ფეისბუქ-გვერდზე - 23 ნოემბერსაც იგივე აწუხებდა.
პროფილის მთავარი ფოტოც მრავლისმეტყველია.
ჰოდა, აი, ამ ყველაფრის ფონზე სააკაშვილის ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ქ-ნი ლანა ღვინჯილიას პირველი რეაქცია ისაა, რომ ქ-ნ ლელას ტელეფონზე რუსული ფონტი აქვს.
ხოლო ქალბატონი ნათია ჭკუასელი მყარ ვარაუდს გამოთქვამს, რომ ლელამ ეს ამბავი თვითონ შეთხზა, რომ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს.
ეს ორი ქალბატონი გამოვყავი - როგორც ყველაზე რაფინირებულები, მათ შორის", - წერს ჩერგოლეიშვილი.
ქვემოთ გთავაზობთ ჩერგოლეიშვილის მიერ დაანონსებულ „მუქარის წერილს":
ლელა ქებურია: „ეს წერილი დამხვდა ამაღამ ინბოქსში, ანალიზი თქვენთვის მიმინდია.
გამახსენდა, ერთი ქალბატონი გვემუქრებოდა მე, გუნავას და დამენიას, ასათესი გექნებათ არამარტო ზუგდიდიდან, არამედ საქართველოდანო, აი, თურმე