ფოტოგრაფ ზურაბ ქურციკიძის ყოფილი ადვოკატი ნინო აბრამიშვილის განცხადებით, ფოტორეპორტიორებმა იმხელა სტრესი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა გადაიტანეს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, აუნაზღაუროს ზიანის სახით ეს ყველაფერი.
„ფოტორეპორტიორებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და კომპენსაცია მოითხოვონ.
მე როგორც ვიცი, პროკურატურამ უკვე დაიწყო მუშაობა და უნდა მიმართოს სასამართლოს, რომ ის გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც დადგა ამ პირების მიმართ, გაუქმდეს. მიმაჩნია და მომხრე ვარ, რომ მათ მიმართ დამდგარი განაჩენები გაუქმდეს, მაგრამ თუ არ დადგინდება კონკრეტული პირების ბრალეულობა აღნიშნულ საქმეზე, ახალ გადაწყვეტილებას, გამამართლებელ განაჩენს სასამართლო ვერ მიიღებს", - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.