logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: კადრების გავრცელება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის!
- +

23 მარტი. 2016. 00:09


„კადრების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის."- განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემაში 2030 პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ცანაწერების შესახებ საუბრისას:



„შესაძლოა, ამ ყველაფრით სხვებიც სარგებლობდნენ, მაგრამ პირდაპირი კავშირი იმ პოლიტიკურ ძალაში უნდა ვეძებოთ, რომელიც ამ სიბინძურის არქიტექტორი, რეჟისორი და შემოქმედი იყო. კადრები სწორედ იმიტომ შექმნეს, რომ მერე გამოეყენებინათ. ვის ხელთ იყო მასალები, ვის შეიძლებოდა წვდომა ჰქონოდა და ვის შეეძლო ესარგებლა?! პირველწყარო ძალოვანი უწყებების ის თანამშრომლებია, რომლებიც ამ საქმეებთან უშუალო შემხებლობაში იყვნენ. ვფიქრობ, გამოძიებაც ამ მიმართულებით უნდა წავიდეს.

28 ათასი ფაილი, რომელიც „ქართულ ოცნებას" მძიმე მემკვიდრეობად დახვდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობით განადგურდა. შესაძლოა, ამ ფირების ასლები არსებობდეს, რათა საზოგადოების დაშინება, დემორალიზება და ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდეს. შეუძლებელია, ინტერნეტსივრცეში მასალების ატვირთვის შესაძლებლობა გამორიცხო, მაგრამ ამ ყველაფერს სახელმწიფო ეფექტური გამოძიებით უნდა დაუპირისპირდეს." - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner