დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით,თბილისის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
მისი თქმით, ოპტიმიზაცია დაახლოებით 10%-ის ფარგლებში განხორციელდება.
„ეს არ გულისხმობს საშტატო ერთეულების მნიშვნელოვან შემცირებას. ძირითადი ორიენტირი არის ის, რომ დაიზოგოს ადმინისტრაციული ხარჯები. თუკი ბოლო რამდენიმე წლის დინამიკას ვნახავთ, ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა ყოვეწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. ეს ხდება როგორც პრემიების, ასევე საქონლისა და მომსახურების კუთხით, რაც ადმინისტრაციულ ხარჯში გადის", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, არის ოპტიმიზაციის გეგმა, რომელიც რამდენიმე არასამეწარმეო იურიდიული პირის გაერთიანებას და ამ გზით უფრო ეფექტური სისტემის შექმნას გულისხმობს.