logo_geo
eng_logo
პროკურორი: დავით დევნოზაშვილი ფოტორეპორტიორზე ზეწოლას საპატიმროდან მისი გათავისუფლების შემდეგაც ახორციელებდა
- +

8 დეკემბერი. 2016. 14:05



პროკურორის ემზარ გაგნიძის განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით დევნოზაშვილმა ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეზე ზეწოლა და მუქარა, ფოტოგრაფების გათავისუფლების შემდეგაც განახორციელა.


მისი თქმით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებისას განაცხადა, 2011 წელს, როდესაც ფოტოგრაფები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მათ ტელეფონები გადასცა, რათა ისინი მუდმივ კონტაქტზე და კონტროლზე ჰყოლოდა.


გარკვეული პერიოდის შემდეგ ირაკლი გედენიძემ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ჟურნალისტს და ზოგადად მისი საქმის ირგვლილ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ამის შემდეგ დევნოზაშვილმა დაურეკა გედენიძეს და უთხრა, რომ თუ ინტერვიუ სადმე გავიდოდა, რაც მოუვიდოდა მომავალში თავის თავისთვის დაებრალებინა. ამ მუქარამ გედენიძეზე იმოქმედა და მისი თხოვნის შემდეგ ინტერვიუ არ გამხდარა საჯარო", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.


მისივე თქმით, დავით დევნოზაშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოქვეყნების მუქარით ჟურნალისტის დაშანტაჟებას აჭარის პროკურატურაც ედავება, რასთან დაკვშირებითაც ამჟამად სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.


ემზარ გაგნიძის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულმა სცადოს მტკიცებულებების განადგურება, ასევე ზემოქმედება მოახდინოს როგორც დაზარალებულებზე, ასევე მოწმეებზე, რომელთაგან უმეტესობა წარსულში მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner