logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილმა თბილისის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების საკითხზე შეხვედა გამართა
- +

8 დეკემბერი. 2016. 14:32


 


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, წარმომადგენლობით ორგანოში შეხვედრა გაიმართა, სადაც დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე, აგრეთვე პროცესის გამჭვირვალობასა და ინტერესთა ჯგუფების ჩართულობის აუცილებლობაზე იმსჯელეს. 


შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე კულტურის სტრატეგიული დოკუმენტის მიზნები,   ამოცანები და   შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის აუცილებელი  ფაქტორები განიხილეს.


ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს ექსპერტმა რაგნარ სილმა დამსწრეებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა და დოკუმენტის შექმნის პროცესებში ჩართულობაზე მზადყოფნა გამოთქვა. 


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დოკუმენტის შექმნისთვის აუცილებელი პროცედურების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.


შეხვედრაზე ასევე საკუთარი პოზიცია თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის და თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს და დოკუმენტის შექმნის სამუშაო პროცესებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.


თამარ ტალიაშვილმა დედაქალაქის კულტურის სტრატეგიული დოკუმენტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულტურა და შემოქმედება ქვეყნის ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც საზოგადოების კეთილდღეობასა და განვითარებაში მიუძღვის წვლილი.


როგორც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს ექსპერტმა შეხვედრაზე განაცხადა, ყველა განვითარებულ ქალაქს კულტურის სტრატეგიის გრძელვადიანი დოკუმენტი აქვს შემუშავებული და შესაბამისად, თბილისს, როგორც გამორჩეულ დედაქალაქს, ასეთი დოკუმენტი უნდა გააჩნდეს. 


რაგნარ სილმა სამოქმედო გეგმის განსაზღვრაზეც ისაუბრა და კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნის პროცესში ინტერესთა ჯგუფების ჩართულობას გაუსვა ხაზი.


დედაქალაქის საკრებულოში გამართულ შეხვედრას დასავლელი პარტნიორები, კულტურის სფეროს ექსპერტები, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კონსულტაციები კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების შესახებ სხვადასხვა ჯგუფებთან კვლავ გაიმართება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner