logo_geo
eng_logo
ინტერპოლმა დათა ახალაიას ძებნა შეწყვიტა
- +

23 მარტი. 2016. 00:18



ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ინტერპოლმა დათა ახალაიას ძებნა შეწყვიტა.


„ინტერპოლმა დათა ახალაიას ძებნა შეწყვიტა იმ მოტივით, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს!"- წერს ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.




დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.




გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის,  ასევე, მოქალაქეების - ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით. დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner